თავში

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 17 წლის გოგონების პროექტი წაიღეს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 17 წლის გოგონების პროექტი წაიღეს
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 17 წლის გოგონების პროექტი წაიღეს

ილონ მასკის კომპანიის, SpaceX-ის მესამე პილოტირებული მისიის ფარგლებში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ირლანდიელი სკოლის მოსწავლე გოგონას კომპიუტერული ექსპერიმენტი გაიგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ breakingnews ავრცელებს.

17 წლის გოგონები პირველი ირლანდიელები არიან, რომლებმაც შეძლეს მათი პროექტის საერთო კოსმოსურ სადგურზე გაშვება.

ნიამ სტეინსი და კიტი ჯოისი კომპიუტერულ მეცნიერებებს მეხუთე წელია სწავლობენ დუბლინში. მათ მიერ შექმნილი კომპიუტერული კოდი, ISS-ზე, ასტრონავტმა ტომას პესკეტმა წაიღო.

ექსპერიმენტის ფარგლებში, ინფრაწითელი კამერის წყალობით გამოიკვლევენ დედამიწის ზედაპირის ტემპერატურას კოსმოსიდან, გაანალიზებენ მიღებულ მონაცემებს და შეადარებენ დედამიწაზე გაზომილ ტემპერატურას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system