თავში

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჰაერის დანაკლისს აზოტით შეავსებენ

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჰაერის დანაკლისს აზოტით შეავსებენ
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჰაერის დანაკლისს აზოტით შეავსებენ

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, სადაც რუსულ მოდულ "ზვეზდაში" 2020 წლიდან რამდენიმე მცირე ბზარი გაჩნდა, ნაპრალების შევსებისა და გაჟონილი ჟანგბადის კომპენსაცია მიმდინარეობს.

ჰაერის გაჟონვის პროცესი კოსმოსურ სადგურზე 2019 წლიდან დაფიქსირდა.

მოდული " ზვეზდას" შუალედურ კამერაში პირველი ბზარი 2020 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოდულში კიდევ რამდენიმე ბზარი არსებობს. ოქტომბერში აღმოჩენილი ნაპრალის საბოლოოდ შევსებას კიდევ 5 დღე დასჭირდება. არაჰერმეტულობის გამო ჰაერის წნევა კოსმოსურ სადგურზე დღეში 0,4 მმ-ით ეცემა. გაჟონილი ჟანგბადის კომპენსაციის მიზნით ატმოსფეროს აზოტს უმატებენ.

ჟანგბადისა და აზოტის მარაგები კოსმოსურ სადგურზეც არსებობს, მათი შევსება კი დედამიწიდან ხდება. თებერვალში სატვირთო ხომალდმა Прогресс МС-16 ადგილზე 40 კილოგრამი აზოტი აიტანა.

ამ დროისთვის კოსმოსურ სადგურზე 4 ამერიკელი, 2 რუსი და 1 იაპონელი ასტრონავტი მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system