თავში

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქვეყნებს გარეული ცხოველებით ვაჭრობის აკრძალვისკენ მოუწოდეს

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქვეყნებს გარეული
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ქვეყნებს გარეული ცხოველებით ვაჭრობის აკრძალვისკენ მოუწოდეს

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის WHO-მ, ქვეყნებს მოუწოდეს დაკეტონ  გარეული ცხოველების ბაზრები, სადაც ცოცხალი ძუძუმწოვრებით ვაჭრობენ. მათი თქმით, ინფექციური ვირუსების გავრცელების 70% სწორედ ასეთ ადგილებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"შეაჩერეთ გარეული ძუძუმწოვრებით ვაჭრობა კვების ან გამრავლების მიზნით, იქამდე, სანამ არ იქნება უსაფრთხოების სათანადო ზომები მიღებული", - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ერთობლივ განცხადებაში.  

მათი თქმით, ცხოველები, განსაკუთრებით კი გარეული ძუძუმწოვრები, წარმოადგენენ ადამიანებში  ინფექციური დაავადებების გავრცელების ძირითად წყაროს. 

”როდესაც გარეულ ცხოველებს ამყოფებენ გალიებში, კლავენ მათ და გადაადგილებენ ერთი ადგილიდან მეორეზე, ეს ადგილები ბინძურდება სხეულის სხვადასხვა ნარჩენებით, რაც ზრდის იმის შანსს, რომ ინფექციები გადავა ადგილზე დასაქმებულებსა და მომხმარებლებში,”- ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჩინეთმა ველური ცხოველების ბაზრობები აკრძალა, მაგრამ კანონიერი ხარვეზები საშუალებას იძლევა ზოგიერთი დაავადებისადმი მიდრეკილი ჯიშები ქვეყანაში მაინც მოაშენონ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი 14 იანვრიდან თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში და ჩინელ ექსპერტებთან COVID-19-ის წარმოშობის დადგენის მიზნით ერთობლივ კვლევას ატარებდა. მათი ანგარიშის მიხედვით, COVID-19 პირველი მატარებლები, სავარაუდოდ, ღამურები იყვნენ; მოგვიანებით, ვირუსმა სხვა ცხოველების სხეულში მუტაცია შეეძლო. კორონავირუსის პირველი შემთხვევა სწორედ გარეულ ცხოველთა ბაზრობას უკავშირდება.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system