თავში

საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს - ჯანმო

საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს - ჯანმო
საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს.

„დროა, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რათა გავზარდოთ წარმოება, ლიცენზიებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ჩათვლით. თუ ახლა არა, მაშ როდის?“ - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. 

მისივე თქმით, მსოფლიომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ეს პროგრესი მყიფეა.

„ჩვენ უნდა დავაჩქაროთ COVID-19-ის ვაქცინების მომარაგება და გავრცელება, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ ზოგიერთი ქვეყანა უშუალოდ იმ მწარმოებლებს მიმართავს, რომლებზეც COVAX-ს პლატფორმაა დამოკიდებული“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system