თავში

საფრაგეთში პირბადეების საწარმოს გვერდით ხანძარი გაჩნდა

​საფრაგეთში პირბადეების საწარმოს გვერდით ხანძარი გაჩნდა
საფრაგეთში პირბადეების საწარმოს გვერდით ხანძარი გაჩნდა

საფრაგეთში, პარიზის გარეუბანში, სანა-სენ-დენიში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი პირბადეების საწარმოს გვერდით საწყობს წაეკიდა.

საწარმო, რომელიც ჩინელ ბიზნესმენ სიუ შენ ვანს ეკუთვნის, რეკორდულად მოკლე დროში ააშენეს და გასულ კვირას გაიხსნა. პირველი პროდუქცია დღეს დილით გამოუშვეს.

ამ ეტაპზე საწარმო 24 საათში 500 ათას ნიღაბს უშვებს, შემდგომში კი წარმოების მოცულობა დღე-ღამეში მილიონამდე ავა.

მეხანძრეებმა ცეცხლი ლოკალიზება ერთ საათში შეძლეს. ადგილზე თავად ბიზნესმენიც მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, საწარმო არ დაზიანებულა.

საფრანგეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება აუცილებელია. ამ ნორმის დაუცველობა ჯარიმას ექვემდებარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system