თავში

საფრაგნეთის შსს მოქალაქეებს პასუხისმგებლიანი ქცევისკენ მოუწოდებს

​საფრაგნეთის შსს მოქალაქეებს პასუხისმგებლიანი ქცევისკენ მოუწოდებს
საფრაგნეთის შსს მოქალაქეებს პასუხისმგებლიანი ქცევისკენ მოუწოდებს

ფრანგების პასუხისმგებლიანობა და სამოქალაქო თვითშეგნება იზოლაციის რეჟიმის მეორე ფაზის შემსუბუქების საწინდარი უნდა გახდეს, რომელიც 2 ივნისიდან დაიწყება, - ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.

"ჩვენ COVID-19-თან ბრძოლა არც საფრანგეთში, არც მსოფლიოში მოგვიგია. ამიტომ აუცილებელია COVID-თან ბრძოლის გაგრძელება და ზომების მიღება, რომელიც მიღებულია საყვარელი ადამიანების დასაცავად", - განაცხადა მინისტრმა.

კასტანერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "100 კილომეტრის წესი" 2 ივნისიდან აღარ იმოქმედებს, ის ამ უქმეებზე ჯერ კიდევ ძალაში რჩება.

"იქნება შემოწმებები, რომელთა მიზანი ფრანგების პროტოკოლებით დასჯა კი არ არის, არამედ მათი დაცვა", - აღნიშნა მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system