თავში

საფრანგეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო ძალებს აგზავნის

​საფრანგეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო ძალებს აგზავნის
საფრანგეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო ძალებს აგზავნის

საფრანგეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში Rafale-ის ტიპის ორ ავიაგამანადგურებელსა და საზღვაო ფრეგატ Lafayette - ს აგზავნის. ამის შესახებ სააგენტო "Reuters" საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთთან დაძაბულობის ფონზე მიიღო.

შეგახსენებთ, ამ კვირის დასაწყისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თურქეთს მოუწოდა, სადავო ზონაში ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოები, შეაჩეროს, რასაც საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system