თავში

საფრანგეთი ავსტრალიასთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების დაბლოკვით იმუქრება

​საფრანგეთი ავსტრალიასთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების დაბლოკვით
საფრანგეთი ავსტრალიასთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების დაბლოკვით იმუქრება

50 მილიარდი ევროს ღორებულების წყალქვეშა ნავების შეთანხმების გაუქმების გამო საფრანგეთი ავსტრალიასთან ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობას ვეტოთი და დაბლოკვით ემუქრება. ინფორმაციას გამოცემა The Times ავრცელებს.

საფრანგეთის ევროპულ საკითხთა მინისტრმა, კლემენტ ბონმა განაცხადა, რომ პარიზი დაბლოკავს შემდგომ პროგრესს სავაჭრო მოლაპარაკებებში, რომელიც, სავარაუდოდ, ბრიუსელში მომდევნო თვეში დაგეგმილი მე-12 რაუნდით დასრულდება.

”დანაპირების შესრულება დემოკრატიებსა და მოკავშირეებს შორის ნდობის პირობაა. ამიტომ წარმოუდგენელია წინ წავიდეთ სავაჭრო მოლაპარაკებებში, თითქოს არაფერი დაემართა იმ ქვეყანას, რომელსაც ჩვენ აღარ ვენდობით“, - განაცხადა ბონმა.

ევროკავშირსა და ავსტრალიას შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2018 წლის ივნისში დაიწყო და აქამდე 11 რაუნდი შედგა.

სავაჭრო ხელშეკრულებაზე შეთანხმება ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობას მოითხოვს.

ცნობისთვის, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ პარტნიორობას ქმნიან, რომელიც ჩინეთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად იქნება მიმართული. სამმხრივი ხელშეკრულების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. პარიზმა ამას "ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს. გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების გამო, საფრანგეთმა კონსულტაციებისთვის აშშ-დან ელჩი გაიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system