თავში

საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის აღდგენაზე იმუშავებს - მაკრონი

​საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის აღდგენაზე
საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის აღდგენაზე იმუშავებს - მაკრონი

საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის აღდგენასა და დიალოგის განვითარებას ხელს შეუწყობს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთა, ნიკოლ ფაშინიანთან პარიზში შეხვედრისას განაცხადა.

”როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, საფრანგეთი აპირებს, ყველაფერი გააკეთოს მხარეებს შორის დეესკალაციისა და დიალოგის, მათ შორის პირდაპირის აღსადგენად,” - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

მაკრონი ფაშინიანთან ასევე ჰუმანიტარული დახმარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხის განხილვას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system