თავში

საფრანგეთი და ბრიტანეთი არალეგალურ მიგრაციაზე კონტროლს გააძლიერებენ

​საფრანგეთი და ბრიტანეთი არალეგალურ მიგრაციაზე კონტროლს გააძლიერებენ
საფრანგეთი და ბრიტანეთი არალეგალურ მიგრაციაზე კონტროლს გააძლიერებენ

პარიზი და ლონდონი დიდი ბრიტანეთში არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ზომების ერთობლივ გატარებაზე შეთანხმდნენ. ორივე ქვეყანა მეტ სამართალდამცავს გამოყოფს და საფრანგეთის სანაპიროზე თანამედროვე ტექნოლოგიებს განათავსებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ამასთან, გაძლიერდება საჰაერო პატრული, რომელიც მცირე ზომის ხომალდებს გააკონტროლებს.

ამ მიზნებისათვის თანხების ნაწილს დიდი ბრიტანეთი გამოყოფს, რომელიც ასევე საფრანგეთში მიგრანტთა თავშესაფრების მშენებლობას დააფინანსებს.

”შეთანხმებული ნაბიჯების უმეტესი ნაწილი გადადგმული იქნება საფრანგეთის მხრიდან და მიზნად გემების სანაპიროდან გასვლის აკრძალვას ისახავს”, - წერს Reuters.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system