თავში

საფრანგეთში სატვირთო მაცივარში გაყინული მიგრანტები აღმოაჩინეს

​საფრანგეთში სატვირთო მაცივარში გაყინული მიგრანტები აღმოაჩინეს
საფრანგეთში სატვირთო მაცივარში გაყინული მიგრანტები აღმოაჩინეს

საფრანგეთის კალეს პორტში მებაჟეებმა სატვირთო მაცივარში 8 გაყინული მიგრანტი აღმოაჩინეს.

ისინი ცოცხლები არიან და ამჟამად მკურნალობას გადიან.

სატვირთო მაცივარი ბორანზე უნდა მოეთავსებინათ, რომელიც დიდი ბრიტანეთში მიემართებოდა.

მებაჟეების ინფორმაციით, ტემპერატურა მაცივარში -7 გრადუსს შეადგენდა.

მიგრანტები აცხადებენ, რომ ავღანეთიდან გაიქცნენ. მანქანას, რომელზეც მაცივარი იყო განთავსებული, ორი რუმინელი მართავდა. პოლიციამ ისინი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი. 25 ოქტომბერს ბრიტანეთის პოლიციამ 39 ცხედრის აღმოჩენის საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დააკავა.

ლონდონის მახლობლად 39 ცხედრის აღმოჩენის საქმეზე ახალი დეტალები გავრცელდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები ეროვნებით ჩინელები იყვნენ.

ჩინეთმა დაადასტურა, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი მათი მოქალაქეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system