
ივნისში საფრანგეთი ლიეტუვაში 300 სამხედროს გაგზავნის, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა.
"ისინი NATO-ს ძალებს შეუერთდებიან, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს", - განაცხადა მან.
ამჟამად ლიეტუვაში NATO-ს ჯგუფი იმყოფება. მას გერმანია ხელმძღვანელობს და აქ ჯამში 6 ქვეყნის 1,2 ათასი სამხედრო მსახურობს.