თავში

საფრანგეთი მაისის დასაწყისიდან შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

საფრანგეთი მაისის დასაწყისიდან შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს
საფრანგეთი მაისის დასაწყისიდან შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

საფრანგეთის მთავრობა მაისის დასაწყისიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში 2 მაისიდან მოიხსნება გადაადგილებაზე აკრძალვა, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, საკუთარ სახლებს 10 კილომეტრ მანძილზე მეტად დაშორდნენ. 

ასევე იგეგმება კომენდატის საათის დროის შემცირება.

ამის შემდეგ, თვის შუა რიცხვებიდან, დაახლოებით 17 მაისიდან, რესტორნებს საშუალება ექნებათ, სტუმრები ღია ტერასებზე მიიღონ. 

ქვეყანაში გაიხსნება მაღაზიები და ზოგიერთი კულტურული დაწესებულება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system