თავში

საფრანგეთი მალიში დაღუპულ 13 ჯარისკაცს პატივს მიაგებს

საფრანგეთი მალიში დაღუპულ 13 ჯარისკაცს პატივს მიაგებს
საფრანგეთი მალიში დაღუპულ 13 ჯარისკაცს პატივს მიაგებს

საფრანგეთში, ბოლო ათწლეულების სამხედრო დაკრძალვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცერემონია მიმდინარეობს. ქვეყანა პატივს მიაგებს 13 ჯარისკაცს, რომლებიც გასულ კვირაში, მალიში ვერტმფრენების შეჯახებისას დაიღუპა. სამშვიდობო მისიაში მონაწილე ჯარისკაცები "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი ძალების წინააღმდეგ ოპერაციას ახორციელებდნენ.

ჯარისკაცებს სამხედრო პატივით პარიზში ემშვიდობებიან. ცერემონიას საფრანგეთისა და მალის პრეზიდენტები ემანუელ მაკრონი და იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა ხელმძღვანელობენ.

სამშაბათს მალიში 13 ჯარისკაცის დაღუპვა საფრანგეთის არმიის ყველაზე მასშტაბური დანაკარგი იყო 1983 წლის შემდეგ. სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, კატასტროფა სამხედრო ოპერაციის დროს რთულმა კოორდინაციამ გამოიწვია.

ტრაგედიის შემდეგ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი დასავლეთსა და ცენტრალურ აფრიკაში საკუთარი სამხედრო ოპერაციების როლს გადახედავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system