თავში

საფრანგეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

საფრანგეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს
საფრანგეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

საფრანგეთის ხელისუფლება, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებული მოვლენების გამო, რუსეთისათვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა. 

ფრანგული გამოცემა France Inter-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით დისკუსიები ევროსაბჭოში ხვალ, 25 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, ალექსეი ნავალნის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რუსეთის 60-ზე მეტ ქალაქში 90-მდე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცავებმა 3 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ცნობისთვის, ხიმკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს,ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system