
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში შტორმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ათობით ევაკუირებულია. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
სტიქიისგან ყველაზე მეტად ქალაქი ბეზიე დაზარალდა. უხვი ნალექი 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
სტიქია საფრანგეთის 8 დეპარტამენტში მძვინვარებს. სამაშველო და სამედიცინო სამსახურები საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
ელენა ტრეხლებოვა
ავტორი