თავში

საფრანგეთი ჟურნალისტების მოსმენას გამოიძიებს

​საფრანგეთი ჟურნალისტების მოსმენას გამოიძიებს
საფრანგეთი ჟურნალისტების მოსმენას გამოიძიებს

პარიზის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ისრაელში შექმნილი, ელექტრონული ჯაშუშობის სისტემა Pegasus-ის გამოყენებით ფრანგ ჟურნალისტებს უთვალთვალებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

საჩივარი მისი ორი ჟურნალისტის მოსმენასთან დაკავშირებით უწყებაში საფრანგეთის საინფორმაციო ვებგვერდმა Mediapart შეიტანა.

გამოძიება დაიწყო ათი დანაშაულის ჩამონათვალის წინააღმდეგ, რომელთა შორისაა "პირად ცხოვრებაში შეჭრა", "კორესპონდენციის გატაცება", კომპიუტერულ სისტემასთან "თაღლითური წვდომა" და "კრიმინალური საზოგადოება".

ცნობისთვის, 19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ფირმა NSO Group-ის მიერ შემუშავებული ჯაშუშური პროგრამა Pegasus-ის გამოყენებით, ავტორიტარულმა მთავრობებმა და სხვადასხვა სადაზვერვო უწყებებმა წლების მანძილზე ასობით ადამიანის უფლებათა დამცველის, ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის თვალთვალი შეძლეს. დამოუკიდებელ IT ექსპერტებს გადაეცათ 44 შემთხვევით შერჩეული ჩანაწერი, რომელთაგან 37-ში ჯაშუშური პროგრამის კვალი გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system