
საფრანგეთის მოქალაქემ ლატარიაში 200 მილიონი ევრო მოიგო, რაც ევროპაში ლატარიის მთელი ისტორიის განმავლობაში რეკორდული გამარჯვებაა. ამის შესახებ განცხადება EuroMillions-ის ლატარიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე რეკორდი დიდი ბრიტანეთის რეზიდენტმა 2019 წელს დაამყარა. მან დაახლოებით 190 მილიონი ევრო მოიგო. საფრანგეთში ყველაზე დიდი მოგება 170 მილიონ ევროს შეადგენდა.
ლატარიის კომპანიის განცხადებით, ამ დროისათვის მოგება 210 მილიონ ევრომდე გაიზარდა.