თავში

საფრანგეთის ორი ქალაქის მეჩეთს პოლიცია იცავს

საფრანგეთის ორი ქალაქის მეჩეთს პოლიცია იცავს
საფრანგეთის ორი ქალაქის მეჩეთს პოლიცია იცავს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ მან ადგილობრივ ხელისფლებას, საფრთხისა და ძალადობის ქმედების შემდეგ მოსთხოვა, სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქებში ბორდოსა და ბეზიეში მეჩეთებთან პოლიციის განთავსება. ამის შესახებ Reuters წერს.

"რესპუბლიკის მიწაზე ასეთი ქმედებები მიუღებელია", - დასძინა მან.

ქვეყანაში მეჩეთის დაცვა პოლიციის მიერ მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სხვადასხვა სახის ძალადობები იკვეთება. 

ისტორიის მასწავლებლის, 47 წლის სამუელ პატის მკვლელობასთან და თავის მოკვეთასთან დაკავშირებით საფრანგეთის პოლიციამ 15 ადამიანი უკვე დააკავა.

სამუელ პატის, როგორც განათლებისთვის მებრძოლ ადამიანს, "საპატიო ლეგიონის" ორდენით დააჯილდოებენ.

ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალ დერმანენმა, ისტორიის მასწავლებლის მკვლელობისა და მისთვის თავის მოკვეთის გამო, ექსტრემიზმში 231 ეჭვმიტანილის ქვეყნიდან გაძევება ბრძანა.

47 წლის სამუელ პატი გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა.

მომხდართან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

ანზოროვის ნათესავების გარდა დააპატიმრეს რადიკალი რელიგიური მოღვაწე, საფრანგეთის იმამთა საბჭოს წევრი აბდელჰაკიმ სეფრიუი და ბრაჰიმ შნინა. სწორედ მათ გაავრცელეს სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა, რომ გაკვეთილზე მომხდარი ინციდენტის გამო ისტორიის მასწავლებლისთვის "რაღაც მოეხერხებინათ".

სამუელ პატის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად პარიზსა და ქვეყნის სხვა დიდი ქალაქებში მასშტაბური აქციების გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system