თავში

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

​საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, ჟან კასტექსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.

"მისი სამუშაო გრაფიკი უახლოეს დღეებში შეიცვლება, რათა მან მუშაობა თვითიზოლაციაში ყოფნისას შეძლოს“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

სააგენტოს ცნობით, მანამდე კორონავირუსი კასტექსის ორი ქალიშვილიდან ერთ-ერთს დაუდასტურდა. ამის გამო ის გუშინ თვითიზოლაციაში გადავიდა.

ორშაბათს დილით საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ბელგიელ კოლეგას, ალექსანდრ დე კროოს შეხვდა. კროო მასთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი. მეორე დოზა მან 2021 წლის 19 ივნისს მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system