თავში

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა "ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა "ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

55 წლის ჟან კასტექსს აცრა პარიზის მახლობლად, სამხედრო ჰოსპიტალში გაუკეთეს.

საფრანგეთში „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ვაქცინაცია დღეიდან განახლდა. 

საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 18 მარტს ევროპის წამლის სააგენტომ წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნდა. სააგენტოს ცნობით, ვაქცინის სარგებელი აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ვერ იპოვეს თრომბის კავშირი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან. მათივე განცხადებით, ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს. ჯანმო-ს განცხადებით, ექსპერტებმა AstraZeneca-ს მათ ხელთ არსებული ვაქცინის სამეცნიერო მონაცემების ანალიზი ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არსებული მონაცემები არ ცხადყოფს შედედების პირობებში რაიმე ზრდას, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system