თავში

საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები მკაცრდება

საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები მკაცრდება
საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში შეზღუდვები მკაცრდება

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, უფრო მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქ ნიცასა და მის მიმდებარე რეგიონებში.

რა სახის დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება აღნიშნულ რეგიონებში ამის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა ამ შაბათ-კვირას მიიღებს.

საფრანგეთი ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ქვეყანაში 3 560 764 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 83 964 ინფიცირებული გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system