თავში

საფრანგეთმა ასაკოვნების AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის ნებართვა გასცა

​საფრანგეთმა ასაკოვნების AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის ნებართვა გასცა
საფრანგეთმა ასაკოვნების AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის ნებართვა გასცა

საფრანგეთის მთვარობამ 65 წელს ზევით მოსახლეობის AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის ნებართვა გასცა. მანამდე პრეპარატი მხოლოდ 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინა დღეიდან ნებადართულია 74 წლამდე ასაკის, მათ შორის გვერდითი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

საფრანგეთმა AstraZeneca-ს ვაქცინა გასულ თვეში დაამტკიცა, თუმცა გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვით. ხელისუფლების განცხადებით ეს ხანშიშესულ ადამიანებზე შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობით იყო განპირობებული.

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა ფართოდ გამოიყენება დიდ ბრიტანეთში, თუმცა ევროკავშირის გარკვეული ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, მის გამოყენება მხოლოდ 65 წლამდე მოსახლეობისთვის არის რეკომენდებული.
ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ Oxford-AstraZeneca-ს პრეპარატის გამოყენება ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე დაამტკიცა, თუმცა, ქვეყნებს, თავის მხრივ, საკითხი ინდივიდუალურად შეუძლიათ გადაწყვიტონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system