თავში

საფრანგეთმა კორონავირუსის მესამე ტალღა გადალახა

​საფრანგეთმა კორონავირუსის მესამე ტალღა გადალახა
საფრანგეთმა კორონავირუსის მესამე ტალღა გადალახა

საფრანგეთმა კორონავირუსის მესამე ტალღა გადალახა და მომავალ კვირაში კარანტინის შემსუბუქებისთვის ემზადება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

"როგორც ჩანს, მესამე ტალღის პიკი უკვე უკანაა და ეპიდემიოლოგიური წნეხი შემცირდა. თუმცა, მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ", - განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად ჯერ კიდევ კორონავირუსის ბრიტანული ვარიანტი რჩება, რომელიც უფრო გადამდებია.

კასტექსის თქმით, 3 მაისიდან ქვეყანაში მოქალაქეების გადაადგილებაზე რიგი შეზღუდვები გაუქმდება. მომავალი თვის შუა რიცხვებიდან კი რამდენიმე სავაჭრო საწარმო, კვების ობიექტების ტერასები გაიხსნება, ნაწილობრივ აღდგება ქვეყნის კულტურის და სპორტის სფერო.

პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეისათვის COVID-ვაქცინის პირველი დოზა საფრანგეთში უკვე 14 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ზრდასრული მოსახლეობის ერთი მეოთხედია.

Worldometres-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში საფრანგეთში კორონავირუსის 5,408,606 შემთხვევა გამოვლინდა, 102,164 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4,242,893 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ინფიცირების 1,063,549 შემთხვევაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system