თავში

საფრანგეთმა Peugeot-ისა და Fiat-Chrysler-ის შერწყმას თანხმობა მისცა

პეჟო მანქანა
საფრანგეთმა Peugeot-ისა და Fiat-Chrysler-ის შერწყმას თანხმობა მისცა

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა ეროვნულ სააქციო საზოგადოება პეჟოსა (PSA ) და იტალიურ-ამერიკული ავტომწარმოებლის Fiat-Chrysler-ის შერწყმას მხარი დაუჭირა. მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან კარგი გარიგებაა საფრანგეთისა და ევროპისთვის, რაც მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საავტომობილო ჩემპიონს შექმნის.

ლე მერმა არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაერთიანებული კომპანიების მმართველთა საბჭოში საფრანგეთი ადგილს შეინარჩუნებს.

ამ შერწყმით მსხვილი კომპანიები ხარჯების შემცირებას და სიახლეების ისეთ პერსპექტიულ სფეროებში გენერირებას შეძლებენ, როგორიცაა ელექტრომობილები და თვითმართვადი მანქანები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system