თავში

საფრანგეთში 14 ივლისის ბასტილიის დღეს მედპერსონალთა ხსოვნის დღე შეცვლის

საფრანგეთში 14 ივლისის
საფრანგეთში 14 ივლისის ბასტილიის დღეს მედპერსონალთა ხსოვნის დღე შეცვლის

საფრანგეთში ბასტილიის აღების 14 ივლისის ეროვნულ დღესასწაულზე აღლუმი არ გაიმართება. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, ეს დღე კორონავირუსთან ბრძოლაში დაღუპულ მედპერსონალის ხსოვნას მიეძღვნება.

ელისეს მინდვრებზე ჯარისკაცების ტრადიციული მარშისა და სამხედრო ტექნიკის დემონსტრირების ნაცვლად, გაცილებით მოკრძალებული ცერემონია კონკორდის მოედანზე გაიმართება.

ღონისძიებას 2000 მონაწილე და 2500 სტუმარი ეყოლება. ცერემონია სოციალური დისტანციის დაცვით ჩატარდება.

ივლისისთვის ევროპის მასშტაბით მიმოსვლა აღდგება, თუმცა გლობალური მოგზაურობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. საფრანგეთის პრეზიდენტი 14 ივლისს ჩვეულებრივ მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს ხოლმე, თუმცა წელს ალბათ არც ეს იქნება შესაძლებელი.

საფრანგეთის ბევრ ქალაქში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა 5000 კაცზე მეტის შეკრების უფლება სექტემბრამდე არ დაიშვება. შესაბამისად, წლევანდელი დღესასწაული საკმაოდ თავშეკავებული იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system