თავში

საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდთან სექსუალური კავშირი გაუპატიურებად ჩაითვლება

საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდთან
საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდთან სექსუალური კავშირი გაუპატიურებად ჩაითვლება

საფრანგეთის პარლამენტმა ახალი კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც 15 წლამდე ასაკის ბავშვთან სქესობრივი კავშირი გაუპატიურებად ჩაითვლება და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.  სისხლის  სამართლის კოდექსის ეს ნორმა საფრანგეთს, სხვა დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობასთან აახლოებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ადრე, იმ შემთხვევაში თუ 15 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირი დადგინდებოდა, პროკურორს უწევდა იმის მტკიცება, იყო თუ არა ეს კავშირი ნებაყოფლობითი და იკვეთებოდა თუ არა ძალადობა. ახალი კანონმდებლობით, სახელმწიფო ბრალდების მხარეს მტკიცება აღარ მოუწევს და 15 წლამდე ასაკის პირთან სექსუალური კავშირს უკვე ავტომატურად ერქმევა გაუპატიურება.

”ეს ისტორიული კანონია ჩვენი ბავშვების დასაცავად. არც-ერთ ზრდასრულ აგრესორს არ შეეძლება დაითანხმოს 15 წელზე მცირე ასაკის არასრულწლოვნი, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ერიკ დუპონდ-მორეტიმ.

კანონპროექტის სასარგებლოდ კენჭისყრა საბოლოო მოსმენით ერთხმად იქნა მიღებული, თუმცა ზოგიერთ დეპუტატს ჰქონდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამ კანონით შესაძლოა იმ ადამიანების კრიმინალიზაცია მომხდარიყო, რომლებიც სულ რამდენიმე წლით არიან უფროსები და სექსუალური კავშირი მათ წყვილს შორის ნებაყოფლობითია. ამის გამო, კანონმდებლობას ე.წ. "რომეო და ჯულიეტას" პუნტქი დაემატა, რომლის მიხედვითაც, თუ პირი მოზარდზე მაქსიმუმ 5 წლითაა უფროსი და მათი ურთიერთობა ნებაყოფლობითია, მაშინ ეს არ ჩაითვლება გაუპატიურებად.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ინცესტური სექსუალური კავშირი 18 წლამდე პირთან, ასევე გაუპატიურებად ჩაითვლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system