თავში

საფრანგეთში 30-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

​საფრანგეთში 30-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა
საფრანგეთში 30-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

ჟირონდის დეპარტამენტის პრეფექტურის ინფორმაციით, ქალაქ მარინიას-სურ-ჟალში, კოლეჯის 27 მოსწავლესა და შვიდ თანამშრომელს მსუბუქი მოწამვლა დაუდგინდა, რაც შესაძლოა, რაკეტის საწვავის კვამლით ყოფილიყო გამოწვეული.

საავადმყოფოში გადაყვანა არავის დასჭირდა. ექსპერტების აზრით, მოწამვლა, შესაძლოა, კოროზიული მარილმჟავას ორთქლის ინჰალაციის შედეგად მომხდარიყო, რომელიც რაკეტის საწვავის წვის დროს გამოიყოფა. კვამლი კოლეჯის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, Ariane Group სარაკეტო და კოსმოსური ტექნოლოგიების კორპორაციის ორი საწარმოდან მოხვდა, რომელიც კოლეჯიდან 5 კილომეტრში მდებარეობს.

ცნობილია, რომ ერთ-ერთ ამ საწარმოში მუშაობენ საწვავზე, რომელიც მძიმე კლასის რაკეტა Ariane 5-ისთვის, ასევე შემუშავების სტადიაში მყოფი Ariane 6-ისთვის არის განკუთვნილი.

ადამიანების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system