თავში

საფრანგეთში 5000 ტონა ყველი, შესაძლოა, გადასაყრელი გახდეს

საფრანგეთში 5000 ტონა ყველი, შესაძლოა, გადასაყრელი გახდეს
საფრანგეთში 5000 ტონა ყველი, შესაძლოა, გადასაყრელი გახდეს

საფრანგეთში ყველის მწარმოებლები აცხადებენ, რომ 5 000 ტონა ყველი, შესაძლოა, გადასაყრელი გახდეს, რადგან რესტორნები კორონავირუსის პანდემიის დროს დახურულია. მათი თქმით, პანდემიამ ევროპული რძის მწარმოებელი ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა. ძვირადღირებულ ყველზე მოთხოვნა დაეცა. გაყიდვებმა 60 პროცენტით იკლო. ამის შესახებ გამოცემა New Europe წერს.

მწარმოებლები აცხადებენ, რომ დაახლოებით 1000 ტონა ყველი უკვე გაანადგურეს, დაარიგეს, ან გადაადნეს და უფრო იაფად გაყიდეს. ჯამში, კარანტინის გამოცხადებიდან, ფრანგმა ყველის მწარმოებლებმა 157 მილიონი ევრო დაკარგეს.

ევროკომისიამ ფერმერებს 18 000 ტონაზე მეტი ყველის შენახვისთვის სუბსიდიები დაურიგა და წარმოების მეთოდების შეცვლაზე ნება დართო. ასე ყველის შენახვის ვადა იზრდება. თუმცა, ყველის მარაგების გაზრდის ხელშეწყობის ნაცვლად, ფერმერები ევროკომისიისგან წარმოების შემცირების ანაზღაურებას ითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system