თავში

საფრანგეთში ახალი წლის ღამეს ათობით ავტომობილი დაწვეს

საფრანგეთში ახალი წლის ღამეს ათობით ავტომობილი დაწვეს
საფრანგეთში ახალი წლის ღამეს ათობით ავტომობილი დაწვეს

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ახალი წლის ღამეს დაუდგენელმა პირებმა 30-ზე მეტი ავტომობილი გაწვეს.

ქვეყანაში კომენდანტის საათი და პიროტექნიკის გაყიდვა მთელი დეკემბრის პერიოდში აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ქალაქში ასაფეთქებლების ხმა ისმოდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

ამასთან, ეს უკვე მეორე წელია, როდესაც ქალაქში ახალი წლის ღამეს არეულობები ხდება. 2020 წლის 1 იანვარს, გამთენიისას, რამდენიმე ავტომობილი დაიწვა და პოლიციასთან შეტაკებები მოხდა.

"ჩვენ ვერ მივცემთ თავს შარშანდელი სიტუაციის გამეორების უფლებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ღამე უკეთესი ყოფილიყო", - განაცხადა ქვედა რეინის დეპატრამენტის პრეფექტმა, ჟოზიან შევალიემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system