თავში

საფრანგეთში COVID-19-ის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს

​საფრანგეთში COVID-19-ის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს
საფრანგეთში COVID-19-ის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში მედიკოსებმა COVID-19-ის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. პაციენტები ქვეყანაში კამერუნიდან დაბრუნდნენ. ამ შტამის საფრთხისა და ინფიცირების დონე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას 46 მუტაცია აქვს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Heute ავრცელებს.

"მას შემდეგ, რაც ერთი ადამიანი კამერუნში მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა, სამხრეთ საფრანგეთში კორონავირუსის უცნობი მუტაციით 12 ადამიანი დაინფიცირდა. ექსპერტები თვლიან, რომ პათოგენი, შესაძლოა, იქიდან ყოფილიყო წარმოშობილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მარსელის ექიმებმა აღნიშნეს, რომ ახალ ვარიანტში 46 მუტაცია დაფიქსირდა. ახალმა ვერსიამ აღნიშვნა B.1.640.2 მიიღო.

მეცნიერები ახლა ამ მუტაციას იკვლევენ.

ცნობისთვის, საფრანგეთში, ორშაბათიდან, 3 იანვრიდან, 6 წლამდე ასაკის ბავშვებს საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება მოეთხოვებათ, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის შტამი "ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system