თავში

საფრანგეთში COVID-19-ით 1771 სამხედროა ინფიცირებული

​საფრანგეთში COVID-19-ით 1771 სამხედროა ინფიცირებული
საფრანგეთში COVID-19-ით 1771 სამხედროა ინფიცირებული

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების 1771 სამხედრო მოსამსახურე ახალი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ფლორენს პარლიმ განაცხადა.

მისი თქმით, აქ შედის შემთხვევებიც, რომელიც ავიამზიდ “შარლ დე გოლის” ბორტზე დაფიქსირდა.

მინისტრის ინფორმაციით, ყველა მეზღვაური, ერთის გარდა, გამოჯანმრთელდა. ინფიცირებული კი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს და ის მკურნალობას აგრძელებს.

მანამდე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიამზიდ “შარლ დე გოლის” ბორტზე ახალი კორონავირუსი ეკიპაჟის 1046 წევრს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system