თავში

საფრანგეთში COVID-19 მეორე კატას დაუდასტურდა

​საფრანგეთში COVID-19 მეორე კატას დაუდასტურდა
საფრანგეთში COVID-19 მეორე კატას დაუდასტურდა

საფრანგეთში შინაური კატის COVID-19-ით ინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. France-Presse წერს, რომ ცხოველი, სავარაუდოდ, პატრონებისგან დაინფიცირდა. ოჯახი ბორდოში ცხოვრობს.

პატრონებმა შეამჩნიეს, რომ კატას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და რამდენჯერმე ვეტერინარს მიმართეს. ცხოველს რესპირატორული დაავადება დაუდგინეს, თუმცა ვირუსის და ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატები შედეგს არ იღებდა. კატას ახველებდა.

ამის შემდეგ კატას ორი ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ახალი კორონავირუსით არის ინფიცირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system