თავში

საფრანგეთში COVID-საშვები ამოქმედდა

​საფრანგეთში COVID-საშვები ამოქმედდა
საფრანგეთში COVID-საშვები ამოქმედდა

საფრანგეთში, კორონავირუსით ინფიცირების მოზღვავების ფონზე, კულტურული ძეგლების უმეტესობის მონახულების მიზნით COVID-საშვები ამოქმედდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

21 ივლისიდან მუზეუმებისა და კინოთეატრების უმეტესობის მოსანახულებლად ფრანგებმა ვაქცინაციის, ტესტის უარყოფითი პასუხისა ან კორონავირუსისგან ბოლოდროინდელი გამოჯანმრთელების შესახებ მტკიცებულება უნდა წარმოადგინონ.

მოგვიანებით, დეპუტატები იმსჯელებენ, გაფართოვდება თუ არა საშვების გამოყენება კაფეებში, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში აგვისტოდან.

21 ივლისს ფრანგმა მედიკოსებმა კორონავირუსის 18 ათასი ახალი შემთხვევა დააფიქსირეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system