თავში

საფრანგეთში დააკავეს ადამიანი, რომელიც მასწავლებლებს ემუქრებოდა

საფრანგეთში დააკავეს ადამიანი, რომელიც მასწავლებლებს ემუქრებოდა
საფრანგეთში დააკავეს ადამიანი, რომელიც მასწავლებლებს ემუქრებოდა

საფრანგეთში, პარიზის მახლობლად პოლიციამ მასწავლებლების მიმართ მუქარის შემცველი შეძახილებისთვის ადამიანი დააკავა. პოლიციაში საჩივარი ერთ-ერთმა მასწავლებელმა შეიტანა.

მასწავლებლის თქმით, შესვენების დროს სკოლის ტერიტორიაზე ორჯერ გაიგო მუქარა. მისი თქმით, გაკვეთილე,ბის დაწყებამდე მამაკაცი ყვიროდა "ალაჰი და წინასწარმეტყველი, მე შურს ვიძიებ, ეს ბინძური მასწავლებლები პასუხს აგებენ". მამაკაცი დააკავეს.

შეგახსენებთ, ოქტომბერში 47 წლის სამუელ პატს, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის, წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.

29 ოქტომბერს დანით შეიარაღებული პირი ნიცას ცენტრში ტაძრის მრევლს დაესხა თავს. სამი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაიჭრა. ტერორისტმა ერთ-ერთ დაღუპულ ქალს თავი მოჰკვეთა. თავდამსხმელი დააკავეს. გამოძიებაში საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურა მონაწილეობს. ნიცას შეტევიდან ორ საათში, საფრანგეთის ქალაქ ავინიონში, დანით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს ემუქრებოდა. პოლიციელებზე თავდასხმის მცდელობისას იგი მოკლეს. დღესვე, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში 40 წლამდე მამაკაცი საფრანგეთის საკონსულოში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს დაესხა თავს. იგი ადგილზევე დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system