თავში

საფრანგეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამი დაფიქსირდა

საფრანგეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამი დაფიქსირდა
საფრანგეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამი დაფიქსირდა

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ფრინველის გრიპის ახალი, მაღალაქტიური შტამი H5N8 დაფიქსირდა. ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევები გამოვლინდა რეტელთან ახლოს არსებულ ფრინველის ფერმაში. 

დაავადების გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, 45 ახლო მდებარე მუნიციპალიტეტში სპეციალური ზომები იქნა მიღებული.  იგეგმება ფერმაში ფრინველების განადგურება. 

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის დეკემბრიდან ქვეყანაში რეგისტრირებულია ფრინველის გრიპის 400-ზე მეტი ეპიდემია.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის განადგურდა 2 მილიონზე მეტი ფრინველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system