თავში

საფრანგეთში გამართული ანტირასისტული აქცია შეტაკებით დასრულდა - VIDEO

საფრანგეთში გამართული ანტირასისტული აქცია შეტაკებით დასრულდა
საფრანგეთში გამართული ანტირასისტული აქცია შეტაკებით დასრულდა - VIDEO

საფრანგეთში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ანტირასისტული აქციები მიმდინარეობს. პარიზში გამართულ აქციას ათასობით ადამიანი დაესწრო. Reuters-ის ცნობით მსვიდობიანი აქცია მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოცემის ინფორმაციით, აქციაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის დაწყებიდან დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, დემონსტრაციას შავკანიანი ახალგაზრდები შეუერთდნენ, რომლებმაც პოლიციელებს ბოთლები, საღებავების კონტეინერები და სხვა ნარჩენები დაუშინეს. 

მომიტინგეებმა გადაწვეს გაუქმებული ნამსხვრევების ნაგავსაყრელი. შედეგად, მომიტინგეთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

პარიზში გამართულ მიტინგებზე აქციის მონაწილეები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან ერთად,  24 წლის აფროამერიკელი ადამ ტრაორის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ფაქტებსაც აპროტესტებდნენ, რომელიც  2016 წლის ზაფხულს, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ტრაორის ახლობლები თვლიან, რომ ახალგაზრდა პოლიციელებმა მოკლეს და საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system