თავში

საფრანგეთში ქართულ-სომხური დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელები დააკავეს

საფრანგეთში ქართულ-სომხური დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელები დააკავეს
საფრანგეთში ქართულ-სომხური დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელები დააკავეს

საფრანგეთში, ქვემო რეინის დეპარტამენტში ქართულ-სომხური დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობა აღკვეთეს.

სამართალდამცველებმა თორმეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის, დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი ლიდერი - ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და სომხური დაჯგუფების ხელმძღვანელი.

დაკავებულთა სახლების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 4 მანქანა და 1 მოტოციკლი, 5 პისტოლეტი, 17 000 ევრო, ძვირადღირებული სამკაულები და ტყავის ნაწარმი ამოიღეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულები საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system