თავში

საფრანგეთში კავასაკის სინდრომით ბავშვი გარდაიცვალა

​საფრანგეთში კავასაკის სინდრომით ბავშვი გარდაიცვალა
საფრანგეთში კავასაკის სინდრომით ბავშვი გარდაიცვალა

საფრანგეთში 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მას კავასაკის სინდრომი და COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

ბიჭი მარსელის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აპრილის ბოლოდან მარსელში კავასაკის სინდრომი 100-ზე მეტ ბავშვს დაუდასტურდა. მანამდე ეს დაავადება წელიწადში სამჯერ თუ ფიქსირდებოდა.

ევროპაში ბავშვების უცნობი სინდრომით დაავადების შემთხვევები ფიქსირდება.

მსგავსი შემთხვევები გამოვლინდა იტალიაშიც. ბერგამოს საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის თქმით, ბერგამოს პროვინციაში პანდემიის დროს კავასაკის სინდრომის შემთხვევებმა, წინა წლებთან შედარებით, ბავშვებში 30-ჯერ იმატა. მათი თქმით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 17 თებერვლამდე საავადმყოფოში კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადებით 19 ბავშვი მოხვდა.

აშშ-ში, ნიუ–იორკის შტატში ამჟამად უცნობი ანთებითი სინდრომით, რომელიც, სავარაუდოდ, კორონავირუსთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 100 მცირეწლოვანი და მოზარდი დაავადდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა.

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ჯერჯერობით უცნობი სინდრომით მცირეწლოვანის გარდაცვალების პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ COVID-19 ბავშვებში უცნაურ და საშიშ სიმპტომებს ავლენს. სულ უფრო მეტი მეცნიერი აცხადებს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებულ ბავშვებს კავასაკის სინდრომი უვითარდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system