თავში

საფრანგეთში ხანდაზმულებს კოვიდ-პასპორტებს ბუსტერის შემდეგ მისცემენ

საფრანგეთში ხანდაზმულებს კოვიდ-პასპორტებს ბუსტერის შემდეგ მისცემენ
საფრანგეთში ხანდაზმულებს კოვიდ-პასპორტებს ბუსტერის შემდეგ მისცემენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოვიდვაქცინაციის ახალი მოთხოვნები გამოაცხადა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში აღნიშნა, რომ 15 დეკემბრისდან 65 წელზე უფროსი ასაკის პირების ვაქცინაციის პასპორტები აღარ იქნება ძალაში, თუ მათ ე.წ. ბუსტერი არ აქვთ მიღებული.

ამჟამად ეს არის ერთადერთი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის მიღება შეუძლია.

„თუ ვაქცინირებული იყავით ექვს თვეზე მეტი ხნის წინ, გირჩევთ, ახლავე ჩაეწეროთ ვიზიტზე“, - აღნიშნა მაკრონმა.

სექტემბერში საფრანგეთმა 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის რევაქცინაციის კამპანია დაიწყო. დღეისათვის 7,7 მილიონი უფლებამოსილი ადამიანიდან დამატებითი დოზა 3,3 მილიონმა მიიღო.

ვაქცინაციის პასპორტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "მწვანე საშვი", საჭიროა ისეთ ადგილებში, როგორიცაა რესტორნები, კაფეები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და თეატრები, ასევე დიდი შეკრებები, როგორიცაა კონცერტები და სპორტული ღონისძიებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system