თავში

საფრანგეთში ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

საფრანგეთში ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა
საფრანგეთში ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სენტ-ფუა-ლე-ლიონში ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე რვასართულიან შენობაში გაჩნდა. ხანძარმა მოიცვა 1960-იანი წლების შენობის ბოლო ოთხი სართული.

სენტ-ფუა-ლე-ლიონის მერის თქმით, ინციდენტის შედეგად, რვა ადამიანი კვამლით მოიწამლა. შემთხვევის ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველთა დიდი გუნდი გაიგზავნა, მათ შენობიდან 60-მდე ადამიანი გამოიყვანეს და ისინი სასტუმროში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system