თავში

საფრანგეთში კლიმატის დასაცავად მასშტაბური აქცია გაიმართა

საფრანგეთში კლიმატის დასაცავად მასშტაბური აქცია გაიმართა
საფრანგეთში კლიმატის დასაცავად მასშტაბური აქცია გაიმართა

9 მაისს, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კლიმატის დასაცავად მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელსაც ათიათასობით ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

აქციების ორგანიზატორების განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კლიმატის ცვლილებებისკენ მიმართულ აქციაში მონაწილეობა 115 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ შორის, 56 ათასზე მეტი პირი შეიკრიბა დედაქალაქ პარიზში. 

აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის მთავრობის მიერ კლიმატის დასაცავად შექმნილი კანონპროექტი გააკრიტიკეს და მას არასაკმარისად ამბიციური უწოდეს. 

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 4 მაისს დაამტკიცა ახალი კანონთა პაკეტი, რომელიც  კლიმატის დაცვას ისახავს მიზნად. კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ტიპის დანაშაულის - ეკოციდის შემოღებას ითვალისწინებს, რისთვისაც  4,5 მილიონ ევრომდე ჯარიმა ან/და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

კანონპროექტი დასამტკიცებლად საფრანგეთის სენატს გადაეცემა. კენჭისყრა სავარაუდოდ ივნისში ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system