თავში

საფრანგეთში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება

საფრანგეთში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება
საფრანგეთში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება

საფრანგეთში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მზარდი სტატისტიკის გამო, კომენდანტის საათი გამკაცრდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, გადაადგილების შეზღუდვის დრო 2 საათით გახანგრძლივდა და ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 18:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

”სიტუაციის გათვალისწინებით ამ ზომების მიღება აუცილებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ვითარება შედარებით უკეთესია, ვირუსის მუტაციის გამო, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ”, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა.

გარდაცვლილთა მაჩვენებლით საფრანგეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს. კორონავირუსმა საფრანგეთში 70,000 ადამიანი იმსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system