თავში

საფრანგეთში კომპანია Nestle-ს წინააღმდეგ საქმე აღიძრა

საფრანგეთში კომპანია Nestle-ს წინააღმდეგ საქმე აღიძრა
საფრანგეთში კომპანია Nestle-ს წინააღმდეგ საქმე აღიძრა

საფრანგეთის მეთევზეობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ კომპანია Nestlé-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, მას შემდეგ, რაც მდინარეში ათასობით მკვდარი თევზი იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ  BBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, ქალაქ შალრანჟეს მახლობლად, მდინარე ენაში რამდენიმე ტონა მკვდარი თევზი აღმოაჩინეს. თევზის განადგურება წყალში ჟანგბადის დაბალმა დონემ განაპირობა. მიმდინარეობს კვლევები დაბინძურების წარმოშობის დასადგენად. საჩივარი Nestlé France–ს წინააღმდეგ შეტანილი იქნა გარემოს დაბინძურების და გარემოს კოდექსის დარღვევის გამო.

Nestlé's Chalrange-ის ქარხანამ დაადასტურა განცხადება, რომ მდინარის დაბინძურება კომპანიის წყლების გამწმენდი ნაგებობის დაზიანებამ და  ბიოლოგიური ნარჩენების უნებლიე გაჟონვამ გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system