თავში

საფრანგეთში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო

​საფრანგეთში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო
საფრანგეთში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო

საფრანგეთში COVID-19-ის მესამე ტალღა დაიწყო, - ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

"ჩვენ ეპიდემიის ერთგვარ მესამე ტალღაში ვიმყოფებით, რომელიც ვირუსის სხვადასხვა ვარიანტებით ხასიათდება", - განაცხადა მან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში COVID-19-ის ახალი, მანამდე უცნობი შტამი დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, არსებული ტესტებით მისი დადგენა საკმაოდ რთულია.

Worldometers-ის ცნობით, ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 078 133 შემთხვევაა დადასტურებული, 273 771 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 90 762 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system