თავში

საფრანგეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 21 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 21 ათასს გადააჭარბა
საფრანგეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 21 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 119 151-მდე გაიზარდა. დაღუპულთა რიცხვმა 21 340-ს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელის, ჟერომ სალომონის განაცხადებით, 13 236 ადამიანი საავადმყოფოებში და 8 104 - სოციალურ დაწესებულებებში გარდაიცვალა. საავადმყოფოში მკურნალობას 29 741 პაციენტი განაგრძობს, მათგან 5 218 მძიმე მდგომარეობაშია.

საფრანგეთში მკაცრი შეზღუდვები 17 მარტიდან დაწესდა. ქვეყანაში დაკეტილია ყველა საჯარო თავშეყრის ადგილი. საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში 11 მაისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ საფრანგეთი, შესაფერისი ეპიდემიოლოგიური პირობების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების დაწყებას გეგმავს. ქვეყნის პრემიერმა ედუარდ ფილიპმა იზოლაციის რეჟიმიდან გამოსვლის გეგმა უახლოეს დროში უნდა წარადგინოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system