თავში

საფრანგეთში კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა უფასო გახდეს

საფრანგეთში კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა უფასო გახდეს
საფრანგეთში კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა უფასო გახდეს

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის განცხადებით, მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტირებას სახელმწიფო თავად აანაზღაურებს.

ვერანმა აღნიშნა, რომ უფასო PCR ტესტების ჩატარების საშუალება ყველა მსურველს ექნება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას დაავდების რაიმე სიმპტომები.

მინისტრმა ასევე გამოხატა შეშფოთება ინფექციის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, მაგრამ აღნისნა, რომ მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.

საფრანგეთში ყოველდღირად კორონავირუსის 500 ათასი ტესტი ტარდება. ჩატარებული ტესტების 1-1,5% დადებითია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system