თავში

საფრანგეთში კოვიდ-პასპორტების მოთხოვნები მკაცრდება

​საფრანგეთში კოვიდ-პასპორტების მოთხოვნები მკაცრდება
საფრანგეთში კოვიდ-პასპორტების მოთხოვნები მკაცრდება

საფრანგეთის სენატმა 249 ხმით 63-ის წინააღმდეგ კოვიდ-პასპორტების შესახებ კანონის შესწორებულ ვერსიას დაუჭირა მხარი, რომლის თანახმად, ვაქცინაციის დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებით ზომები მკაცრდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კანონის მიხედვით, საფრანგეთის მოქალაქეებმა ვაქცინაციის პასპორტი რესტორნებში, ბარებში, კულტურულ ღონისძიებებზე, ასევე შორ მანძილზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მატარებელსა და თვითმფრინავში უნდა წარადგონონ.

მანამდე ამ ადგილებში შესასვლელად ტესტის უარყოფითი პასუხიც საკმარისი იყო, ახლა კი აქ მხოლოდ აცრილებს შეუშვებენ.

ცნობისთვის, 5 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის ვაქცინაციის სტრატეგია, მათი ყოველდღიური ცხოვრების გართულების გაგრძელებით, არავაქცინირებული ადამიანების "გაბრაზებაა".

პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთმა ვაქცინაციის უფლების მქონე თითქმის 90% აცრა და "მხოლოდ ძალიან მცირე უმცირესობას ეყრდნობა". მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ამ უმცირესობას კიდევ უფრო ამცირებს, რაც მას "კიდევ უფრო აბრაზებს".

16 დეკემბერს მაკრონმა განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაძლოა, საფრანგეთში სავალდებულო გახდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system