თავში

საფრანგეთში კუბას საელჩოს დაესხნენ თავს

​საფრანგეთში კუბას საელჩოს დაესხნენ თავს
საფრანგეთში კუბას საელჩოს დაესხნენ თავს

საფრანგეთში დაუდგენელი პირები, რომლებმაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს, კუბას საელჩოს დაესხნენ თავს. ამის შესახებ კუბას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგეს პარილიამ განაცხადა.

"მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უწყვეტ კამპანიებზე აშშ არის პასუხისმგებელი, რომელიც ახალისებს ასეთ საქციელს და დაუსჯელი ძალადობისკენ მოუწოდებს”, - დაწერა მან Twitter-ზე.

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შენობაში ხანძრის მიზეზი გახდა. ალის ჩაქრობა საელჩოს თანამშრომლებმა შეძლეს. ამჟამად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system