თავში

საფრანგეთში ლოქდაუნი გამოცხადდა

საფრანგეთში ლოქდაუნი გამოცხადდა
საფრანგეთში ლოქდაუნი გამოცხადდა

პარიზსა და საფრანგეთის კიდევ რამდენიმე რეგიონში "ლოქდაუნი" გამოცხადდა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

16 ადმინისტრაციულ რაიონში დაკეტილია ყველა არასასურსათო დანიშნულების მაღაზია. მაცხოვრებლებს გადაადგილების უფლება მხოლოდ საცხოვრებელი ადგილიდან 10 კმ რადიუსში აქვთ.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, საფრანგეთში COVID-19-ის მესამე ტალღა დაიწყო.

ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 181 607 შემთხვევაა დადასტურებული, 278 263 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 91 679 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system